ნიგვზით თაფლის ტორტი შავი ქლიავით და ნიგვზით
ინგრედიენტები:
ფქვილი 400 გ
კვერცხი 5
სოდა 1.5 ჩ.კ
თაფლი 3 ს.კ
შაქარი 300 გ
არაჟანი 500 მლ
ნაღები 35 % 150 გ
ნიგოზი 1 ჭიქა
შავი ქლიავის ჩირი 100 გ
ფქვილი გაცერით და შეურიეთ სოდა.
კვერცხი კარგად ათქვიფეთ მიქსერით, შეათქვიფეთ შაქარი, შემდეგ თაფლი. ნაწილ-ნაწილ დაამატეთ ფქვილი და თან დაბალ სიჩქარეზე თქვიფეთ.
გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. საშუალო ზომის ფორმას დააფინეთ ქაღალდი. ჩაასხით ცომის ნახევარი და გამოაცხეთ 35-40 წუთი. შემდეგ ასევე გამოაცხეთ მეორე ფირფიტა დარჩენილი ცომით.
შავი ქლიავის ჩირს დაასხით მდუღარე წყალი 15-20 წუთით. შემდეგ წვრილად დაჭერით.
ნაღები თქვიფეთ, რომ მიიღოთ მსუბუქი მუსისმაგვარი მასა, შემდეგ დაამატეთ არაჟანი და შაქრის პუდრ
დილამშვიდობის, უფალო,
შენი ფეხის ხმა მესიზმრა...
იყო სადა და უბრალო
ჩემს უკან, შენი ფეხის ხმა...
და ვგრძნობდი იმ შენს ნაბიჯებს,
მიწაზე რომ არ აბიჯებ...
გხედავდი, ჩემო უფალო,
ჩემს წინ, გვერდით და უკანო...
აი, შუადღეც მოვიდა,
ისევ ჩემს გვერდით დადიხარ...
ო, ღმერთო, ჩემო უფალო,
მუდამ, მე მუდამ მწადიხარ...
საღამოს ბინდი ჩამოწვეს,
თუნდაც შეგროვდნენ სვავები
შენ რომ გხედავდე, უფალო,
ღია დამრჩება თვალები...
“უფალო, მასწავლე ლოცვა, რათა ვისმინო შენი ხმა და მომეცი თვალი, რომელიც შენს ნათელს ხედავს.. მინდა გისმინო, რათა მიყვარდეს და სანაცვლოდ არაფერს ველოდე.. ვიყო მადლიერი და არ ვკარგავდე წინსვლის სურვილს.. მქონდეს გულისხმიერება, რომ დავაფასო ადამიანები, რომლებიც მიყვარს.. ვთესო სიკეთე და ვერ შემცვალოს ცივმა ცხოვრებამ.. მქონდეს სიმტკიცე, რათა დავძლიო სევდა და ტკივილი.. გამაჩნდეს მოთმინება, რომ ყოველ განსაცდელს მშვიდად შევეგებო.. ვიყო ბავშვური, რომ არ დავკარგო ოცნების და მომავლის რწმენა.. მქონდეს ძალა, რომ სიყვარულისთვის და ღირსებისთვის ვიცოცხლო.. ვიყო გონიერი, რომ სწორად წავმართო ჩემი ცხოვრება.. ვუსმინო შენს ხმას და მივყვე გზას, რომელიც სამოთხის კართან მიმიყვანს..”