გულწრფელად გილოცავთ წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს!
დარწმუნებული ვარ, რწმენა და უფლის სიყვარული თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში მთავარი ღირებულება და მიზანია! და ამ დიდებულ დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ ადამიანს, რომელიც უფალმა თავისი კანონების, ქრისტიანული მცნებებისა და მართალი საქმეების გადმოსაცემად გამოგვიგზავნა.
ასეთი ადამიანების ცხოვრებისეული გზა ყოველთვის რთული და დაბრკოლებებით სავსეა, მაგრამ მათი ხსოვნა მარადიული და წმინდაა!
გილოცავთ, მეგობრებო! გისურვებთ, რომ თქვენს სახლებსა და გულებში ყოველთვის იყოს სიყვარული, რწმენა, სიკეთე, იმედი, თანაგრძნობა და მშვიდობა!