მაგ წვრილ ძარღვებში ჩემი სისხლი სჩქეფს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს
ფოთოლგაძარცვულ ყვავილს მჩუქნი დღეს,
ყველა ბავშვისგან გსურს რომ გამყარო.
როგორ მიღიმის იღბალი ბედი,
შენ რომ გამიჩნდი ამ ქვეყანაზე,
გამაცისკროვნე...მოხვედი დედი,
და არსებობა გამილამაზე.
შენი ნაბიჯით ვცდილობ სიარულს,
ხან გტუქსავ ხანაც გიკოცნი თვალებს.
ბედნიერებას მჩუქნი სიყვარულს...
დედა-შვილობის უტკბილეს წამებს...
გრძნობას მიღვიძებ ტიქტიკა ენით ,
პატარა თითებს თმაში მიხლართავ,
მეიმედები!!! გულს მივსებ რწმენით, ჩემო ვაჟკაცო როგორ მიყვარხარ...
შენა ხარ ჩემი დიდი ნუგეში.
ჩემი ღიმილის მიზეზი მუდამ.
მოდი ჩაგიკრა დედი უბეში
შენს გულისცემას ვუსმინო უნდა...
კოცნით დაგიშრობ მაგ ცრემლებს ჩემო.
თუ რამ დარდი გაქვს