ყარაყუმის ტორტი"
ეს ისეთი ნამცხვარია აი პირში რომ დნება და უცებ ქრება თეფშიდან
მოკლედ 3 კვერცხი და 2 ჭიქა (200გრამიანი) შაქარი დიდხანს თქვიფეთ, შეძლებისდაგვარად დიდხანს, დაუმატეთ ვანილი, 100გრ კარაქი ან მარგარინი "დაჩა", 3 პაჩკა (25გრამიანი) კაკაო, 500გრ მაწონი, 2ჩ/კ სოდა 2ჩ/კ ძმრით და 3 ჭიქა ფქვილი, ესეც 200გრამიანი ჭიქით. კარგად ათქვიფეთ, დაასხით თბილ ჟარონაზე რომელსაც არაფერს არ წაუსმევთ. მე გამოვაცხე 160°-ზე 30წთ, ბოლოს ჩხირით მაინც გასინჯეთ, ყველა ღუმელს სხვადასხვა დრო ჭირდება.
კრემი: 2 ცალი მოხარშული სგუშონი და 300გრ კარაქი ან დაჩა ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი უნალექო ყავა, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და ვანილი. ეს მასა მოასხით გაციებულ ბისკვიტს და ზემოდან დაახეხეთ შავი შოკოლ
დედის წერილი:
შვილო! დადგება დღე, როცა მე დავბერდები და მაშინ, გამოიჩინე მოთმინება რომ გამიგო.
თუ ჭამისას დავისვარე, თუ ვერ მოვახერხე ჩაცმა შენი დახმარების გარეშე,
იყავი მომთმენი, გაიხსენე, რამდენი ხანი დამჭირდა, რომ შენთვის
მესწავლებინა იგივე.
თუ ლაპარაკისას ათასჯერ გავიმეორებ ერთი და
იგივეს, ნუ შემაწყვეტინებ, მომისმინე ბოლომდე, როდესაც პატარა იყავი
ათასჯერ მიწევდა შენთვის წამეკითხა ერთი და იგივე ზღაპარი, რომ უზრუნველად
ჩაგძინებოდა.
როცა ნახავ, რომ ვერ ვერკვევი ახალ ტექნოლოგიებში,
ცოტა მადროვე და ნუ მიყურებ დამცინავად, მე იმდენი რამ გასწავლე, როგორ
გეჭამა სწორად, როგორ ჩაგეცვა ლამაზად, როგორ გებრძოლა ცხოვრებისეულ
სირთულეებთან.
თუ როდესმე დამავიწყდება რამე და ჩვენს საუბარს
უაზროს გავ