დედი...
********************
დედი სახვალიოდ ჩანთა გამიმზადე,
საგზლად შენი გულის სითბო გამატანე
და რაც ჩემ გაზრდაში დღემდე გაისარჯე,
მინდა იცოდე, რომ ქარს არ გავატანე.
შენი გადარჩენის ეს გზა ავირჩიე,
დილის ალიონზე საზღვარს გადავკვეთავ,
ვიცი მონატრებას ბევრჯერ დაიჩივლებ,
როცა ჩემს ცარიელ ოთახს გადახედავ..
რა ვქნა, ამ ცხოვრებას ჯიბეგაფხეკილი,
იმედდაკარგული ვეღარ ვებრძოლები,
ვიცი, გზა ვირჩიე ბილიკდაგრეხილი,
ვრისკავ, გიმკურნალებ, კარგად მეყოლები.
ჩვენი ეზოს მიწა ფრთხილად შემიხვიე,
უცხო ბალიშის ქვეშ ჩუმად შევინახავ,
დამშვიდობებისას ერთხელ გამიღიმე,
გწამდეს, მამა-პაპის გვარს არ შეგილახავ.
ვიდრე განთიადი სარკმელს მოადგება,
ვიდრე ღამის წყვდიადს მთვარე გაცილდება,
ხატთან მოვილოცებ, მჯერა, დრო დადგე