დღეს მინდა გიამბოთ ვალენტინობის დღის ნამდვილ ისტორიაზე.
ამა თუ იმ ერის დღესასწაულებში ასახულია ამა თუ იმ ერის კაცობრიული ცხოვრების ისტორია.ქართველი ერის დღესასწაულთა უმრავლესობა დაკავშირებულია ქრისტიანობასთან, ერის მოწამეობრივი ღვაწლის ისტორიასთან:აღდგომა, შობა, ნათლისღება, მარიამობა, გიორგობა, ნინოობა, თამარობა, ვახტანგობა, ქეთევანობა და სხვა საუფლო თუ არასაუფლო დღესასწაულები კვლავაც წარმართავენ ერის ცნობიერებას უმთავრესი ღირებულებისაკენ, იმ ზნეობრივი ორიენტირებისაკენ, რომლებიც ხელს უწყობენ ქრისტიანობასთან შეზავებული ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების შენარჩუნებას.ეს კი ეწინააღმდეგება ღმრთისაგან ტოტალური განდგომილებისა და უზნეობის უფსკულისაკენ დაქანებული კაცობრიობის მისწრაფებებს,