მარტო ვარ, იმდენად მარტო ვარ,
რომ ირგვლივ კეკლუცი ქარია...
სიცივემ თუ ცოტაც მადროვა,
გეტყვი, რომ მიყვარხარ ძალიან...
თავს ზემოთ მაყრია ფოთლები,
წვიმები ხშირი და ჩქარია...
ვფიქრობ და ვერაფრით გშორდები,
და ვხვდები, მჭირდები ძალიან...
ცივ თითებს მივუშვერ ნათურებს,
შენ ჩემთვის არასდროს გცალია...
ბოლო დროს ყველაფერს ართულებ,
ძალიან, ძალიან, ძალიან...
მამა პეტრე