&&&
კექსი ალბათ ყველას უყვარს, თუმცა რას იტყვით მას ზამთრის სეზონის შესაფერისი ხილით თუ მოვამზადებთ.
კექსი არის სამარხვო
ინგრედიენტები:
სოდა - 1.5 ჩ.კ
ფქვილი - 2 ჭიქა
შაქარი - 1/2 ჭიქა
მარგარინი ონა - 150 გრ
თბილი წყალი - 250 გ
მანდარინი - 3
ქიშმიში - 50 გ
ვანილი
მომზადების წესი:
მანდარინს მოაცილეთ კანი და კურკები (თუ აქვს). მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ 1 მანდარინის კანი და ფაფად აქციეთ. შევურიოთ ერთმანეთს თბილი წყალი, შაქარი, მწიკვი მარილი და მარგარინი (დარბილებული) დავამატოთ ფქვილი და სოდა. კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ მანდარინის ფაფა და კვლავ კარგად ავურიოთ.
ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაფრქვიოთ საფანელი. ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი.
ცოტა
777 დილა მშვიდობისა გურმანელებო ამ დილით მოვინდომე და "რაფაელო" მოგართვით რეცეპტი.. 250 გრ. კარაქი დავარბილოთ.. დავუმატოთ ერთი ქილა შედედებული რძე და კარგად ავთქვიფოთ... ამ მასაში ამოვურიოთ 200 გრ. ქოქოსის ფანტელი და შევდგათ მაცივარში ნახევარი საათით....შემდეგ მივცეთ მრგვალი ფორმა, გულში თხილი ან ნუში.. ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში და მორჩა... ოჯახი განცვიფრებულია