სახემიშვერილი,
ზურგზე იარები,
სარკე - ''შპიონია''.
ეძებ თარიღებს
და ლექსად მიწერილი,
დაგაქვს უღელივით, შენი ირონია.წვეთავს მოლბერტიდან სისხლი - საღებავი,
ლექსებს ეწევი
და რითმა გაგაბოლებს.
სიცილს იჩემებ და მოგდის ნამეტანი,
იცი, ღალატობ
და
იცი - გღალატობენ..შენ კი, მთელი ღამე კედელს უკაკუნებ,
თავს და არ გამოგდის სიტყვის წითლად წერა.
ჯერ არგახსნილ კარებს ცხვირწინ უჯახუნებ,
ვინც კი ერთხელ მაინც გულით მიეფერაშენ ზურგს, ნაიარევს, წითელ ბილიკებად,
მიდის მდინარე
და ვეღარ იმართები.
მთელი უწესობით იცვლი მიმიკებსაც,
''წესიერი'' იცი მხოლოდ წილადები..ვის რად ენაღვლება წესი-უწესობა,
კედლის ნაპრალები თავს რომ გთავაზობენ?!
მიჭირს,
ავიტანო ისევ უჩემობა,
როცა ვღალატობ
და
როცა - მღალატობენ..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1