-რატომ გაფრენა არ გინდოდათ?
-გაფრენა ყოველთვის მინდოდა,ახლაც მინდა და გავფრინდები კიდეც,ოღონდ არა თვითმფრინავით.…
-რომ ვერ გაფრინდეთ?
-მაშინ ზღვას გადავცურავ.
-რას?
-ზღვას.
-როგორ?
-სიმღერით.
-ხუმრობთ?
-არ ვხუმრობ.
-დაკითხვის ოქმშიც ასე შევიტანოთ?
-კი ბატონო.
-მაინც როგორ ჩავწეროთ?
-სიტყვასიტყვით.
-მაინც როგორ?
-მე გადავცურავ ზღვას…– ირაკლი ჩარკვიანის ჩვენება