Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
გარეგნულმა სილამაზემ მიჩვევა იცის და დროთა განმავლობაში მის მიმართ ინტერესი იკარგება, ხოლო მშვენიერება სულისა პიროვნებას ყოველდღიურად განმაახლებელ ძალას ანიჭებს და მიმზიდველს ხდის მასთან ურთიერთობას. ამ სილამაზეს ვერც ავადმყოფობა, ვერც სიბერე ვერ წაშლის.
“არის იოლი დაფნისაგან გვირგვინის დაწვნა, ძნელია, მისი ღირსი თავი მონახო კაცმა”. “ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რაც გვაქვს, მაგრამ ყოველთვის ვწუხვართ იმაზე, რაც არ გვაქვს.”
მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება. გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე. მოუსმინე, როგორ მსჯელობს ღირსი ნილოს სორელი; „თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა იგი არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?“ გჯეროდეს, ღმერთს ადამიანზე მეტი განსჯის უნარი აქვს.