ერთ ლამაზ ღამეს, გაგიტაცებ ჩემს სამყაროში...
რომ შეგაჩვიო, უნებლიე თავდავიწყებას...
ჩაგეხუტები და გაყინულს, ისე გაგათბობ...
ვერასდროს შეძლებ,იმ ალერსის გადავიწყებას!
სულ დაგიკოცნი, მაგ ცინიზმით ანთებულ სახეს!.
დროს გავაჩერებ...საუკუნეს შესთხოვ განგებას,
ნეტარებისგან გადაგავიწყებ საკუთარ სახელს...
სულს მოვედები..გულს წაგართმევ,მაგ გულს თავნებას!..
გასწავლი ფრენას...მითიური ფრთების გარეშე...
თოთო ბავშვივით, ჩემს სუნთქვაზე გაგეღვიძება...
მოგეფერები მაგ უძირო...ლამაზ თვალებზე,..
დავიღლები და...შენს მკლავებში ჩამეძინება!..
ჩემო ოცნებავ, აღარ მოგცემ წყენის უფლებას...
ფრენას გასწავლი, მაგრამ მხოლოდ ჩემი იქნები...
დაგატყვევებ და თავად მოგცემ თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ს...
ჩემში იქნები...
დღეს დღესასწაულია ხატისა "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი"
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს ივერიის ღვთისმშობლობაა
გეწეოდეთ მისი მადლი და ძალა. ყველასათვის კარგადაა უკვე ცნობილი, რაოდენ დიდი ხატია "დედოფალი". დიდია წყალობა მისი ხალხზე. დაგილოცოთ დედამ ღვთისამ შვილები, მშობლები, დები და ძმები. დალოცოს ყოველი ქრისტიანი. შეეწიოს ჩვენს ემიგრანტებსა და სიკეთით დააბრუნოს სამშობლოში.