ეხლა შემოგთავაზებთ, უგემრიელესი ფახლავას რეცეპტს..
ფახლავა
300 გრამი კარგად დარბილებული კარაქი გავურიოთ 5 ჭიქა ფქვილში. კარგად დავზილოთ, ცალკე თასში სოდასთან ერთად, ამ მასას ძმრიანი მაწონი დავასხათ. შევურიოთ 3-4 კვერცხის გული და ავთქვიფოთ. ეს ყველაფერი კარგად გადავზილოთ. ცომი უნდა იყოს ისეთი, რომ თხლად იშლებოდეს. ცომი გავაჩეროთ 20 წუთი. მანამდე გავაკეთოთ გულსართი.
კვერცხის ცილები გავთქვიფოთ ისე, რომ ამოვიყვანოთ ფაფუკი მასა. შევურიოთ 2 ჩაის ჭიქა შაქარი ცოტ-ცოტაობით, და ვთქვიფოთ. შემდეგ შევურიოთ 2 ჭიქა გატარებული ნიგოზი
ცომი გავყოთ 3-4 ნაწილად. თითო გუნდა გავაბრტყელოთ თხლად. მერე დავაფინოთ ჯერ ერთი ფენა, გადავუსვათ გულსართი (მოვაყაროთ ქიშმიში სურვილისამებრ) მერე დავაფინოთ მეორე ფენ