კატალონიის „ბარსელონას“ 23 წლის ბრაზილიელმა შემტევმა ნეიმარმა 2015 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება საკუთარ ოჯახს და მეგობრებს მიუძღვნა. „მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ჯანმრთელობის და მდგომარეობის დამსახურებით დღეს იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ამ ტიტულის მოგება ჩემი ოცნება იყო და ეს ოცნება თანაგუნდელების დამსახურებით ამიხდა! ამ გამარჯვებას ოჯახს და მეგობრებს ვუძღვნი. ეს დიდი ბედნიერებაა, მსოფლიო ჩემპიონი ყოველ დღე ვერ გახდები.“ - განაცხადა, ნეიმარმა.