დედა ის ქალია ვინც გშობა ტკივილით,
პატარა აზრების მღელვარე ცხოვრებით...
დედა დაგლოცავს,ბოლომდე მოგივლის,
ცრემლებსაც მოგწმინდავს თუ ტირი, ყოველთვის.
დედა ის ქალია,ვინც ამაგს გაგიწევს,
მაგრამ შენ პასუხად ვერაფერს აჩუქებ..
გიყვარდეთ დედები,სულ გულში ატარეთ,
ხელსაც რომ ჩაგკიდებთ, ნურასდროს გაუშვებთ.
დედა რომ არ მყავდეს ობოლი ვიქნები,
ტკივილი ზეცამდე დაფარავს ყველაფერს,
არ მკითხოთ რატომ ვარ ასეთი კეთილი,
ვერ გეტყვით უდედოდ საერთოდ ვერაფერს...
ო, ღმერთო, მადლობა, დედას რომ მიცოცხლებ,
ყოველი სუნთქვისას ცხოვრება გრძელდება,
უდედოდ ცხოვრება, მჯერა,რომ ძნელია
და ბედნიერება დედისგან გვეძლევა.
ბექა კეკელია.02:02:15