ქალი რომ ვარ - ამან შენ არ მოგატყუოს,
ქალი, რომ ვარ - არ იფიქრო, მე მოვტყუვდე...
შემიძლია ცა და მიწა მოგაძულო
და მერე თავს ამ ცოდვაში გამოვუტყდე...
ქალი, რომ ვარ - ეს სინაზე ნუ მოგხიბლავს,
ნურც ჩემს ფიქრებს ნუ დაუთვლი არსებობას,
თორემ მერე ქალის გამო თავს მოიკლავ,
ან სიმთვრალე ჩაკლავს სულის გამძლეობას...
ქალის დარი - ქალი ბევრი არის ქვეყნად,
მაგრამ ყველა ქალში მე არ ვიკითხები,
გამიფრთხილდი! თუ მიწამებ ერთადერთად,
მერე ძალა არ შეგრჩება - დავიწყების...
ქალი, რომ ვარ -სულში ვნებით მეღვრებიან,
ხასიათის არეული ამინდები,
ვერ გამიგებ, ვერ მისწავლი გპირდები და
მერე რომ ვერც შემელევი გაგიჟდები.....
ქალი, რომ ვარ - ამან შენ არ მოგატყუოს,
ქალი, რომ ვარ - არ იფიქრო მე მოვტყუვდე,
შემ