უხერხულია შენ გერქვას ქალი
შენში დევს ძალა რაღაც ღვთიური
ქვეყნად ბევრია ლამაზი მაგრამ
შენ ხარ ყველაზე ფანტასტიური.
აეკიდება ყველა პოეტს შენი ზმანება
შენი თვალებით შეიქმნება მუზა ულევი
შენი ღიმილი გააღვივებს გრძნობას მიმალულს
ამოიფრქვევა პოეზია გამოულევი.
ძვირფასო შენთვის არ არსებობს ალბათ ოცნება
რადგან ოცნების დედოფალი თავად შენახარ
თვით რუსთაველიც კი დაწერდა ახალ პოემას
შენი უმანკო სილამაზე რომ დაენახა.
ენით აღუწერ სითბოს აფრქვევს შენი იერი
ყოველი კაცი შემოგცქერის როგორც მშიერი
ზოგი მათგანი სევდიანი გგიცქერს დუმილით
ზოგი მათგანი იტანგება შენი წყურვილით
შენი სურნელი დაუკარგავს ყველას გონებას
შენი ტუჩები აიძულებს უხმოდ მონებას,
ყოველი კაცი ცის ანგელოზს თუ ემონება
შენს სილამ
წამო მივატოვოთ ქალაქის ხმაური,
ბილიკებს აუყვეთ მწვანეს და დეკიანს,
ერთად მოვისმინოთ სიმღერა ფშაური,
,ქალაქს რად შეჰყურებ გარყვნილს და ეჭვიანს,
.
იქ ფასი კაცობის გამხდარა შაური,
იშვიათს თუ ნახავ "ვაჟკაც" რომ ეტყვიან,
გაისმის ღრიალი და აურ-ზაური,
ის გზა სჯობს ჩექმებზე ტალახ რომ ეკვრიან,
. სუფთაა ჰაერი,წყალიც და ბალახიც,
ვერ იტანს უცნაურ და ბინძურ ბაცილებს,
არ უყვარს მთების შვილს შური და ღალატი,
,გასროლილ ტყვიასაც მიზანს არ აცილებს.
. მ.ცოცხალაშვილი.