რატომღაც დღეს უზნეობა უფრო ფასეულია, ვინემ- ზნეობა, არაკაცობა კაცობის ეტალონად იქცა, ნეგატივს ამოფარებული კაცუნებიც კაცობას ჩემობენ, არადა ,,კაცს კაცობას როდი ასწავლიან, კაცი კაცად უნდა დაიბადოს"...რა კაცი გქვია, ან რა ქართველი საკუთარი სახელი და გვარის გამხელის თუ გრცხვენია, ან სულაც გეშინია, ვინმემ არაკაცობისთვის პასუხი არ მოგთხოვოს...საით მივექანებით?!....მენანება ის საქართველო, ქალის მანდილს რომ ეთაყვანებოდა...მენანება პატივისა და ღირსების მატარებელი წარსული და ...მეცოდებიან ის პატარა არსებები, ქართველობის და ქალის სადღეგრძელოს ყველაზე ხმამაღლა და გულზე მჯიღის ცემით რომ წარმოთქვამენ საკუთარი სიმცირის დროებით მისაჩქმალად...