როცა ქალი ტირის ღმერთსაც ეტირება,
ქალს ხომ გაფრთხილება შვენის,
უნდა მოუთბო და უნდა მოეფერო,
უნდა აიტაცო ხელში...
როცა ქალი დარდობს უნდა გაამხნევო,
უნდა მოუსმინო თმენით,
თვალთან ტკივილები უნდა წაუშალო,
უნდა მოუწმინდო ცრემლი...
როცა ქალი ამბობს, რომ მას ეშინია
მაშინ ზრუნვა უნდა შენი,
შენი სიძლიერე, შენი ერთგულება -
- მერე მზეს შეწვდება ხელით....
როცა ქალი გიყვარს უნდა გააბევრო,
უნდა გაუკვალო გზები,
ზოგჯერ სულ უბრალოდ ხელი შემოხვიო
მთაში ასეირნო ფეხით...
.....................................................
ზოგჯერ სულ უბრალოდ წვიმას შეაგებო,
ია ჩააკინძო თმებში,
როცა ქალი ტირის ღმერთსაც ეტირება,
ქალს ხომ გაფრთხილება შვენის....
დიკა სალაყაია