ვინ იცის, იქნებ ჩვენი ცხოვრება კვლევა-ძიების გზა და მტვერია,
ბედნიერებას მოიპოვებ და ბედნიერება არაფერია
ვაჰთუ, ასეა თავისუფლებაც, თავისუფლებას ჯვარი სწერია,
ყველაფერია მოპოვებამდე, მოიპოვებ და არაფერია!
იბრძვი, ბობოქრობ უფლის შეწევნით, წლებს ჯირკებივით მატებ კერიას,
მიხვალ მიზნამდე, და ბედს ეწევი იმ ბედს იქით კი... არაფერია!
იწვის ქვეყანა შენი სიცოდვით შენს სიმღერებს კი მაინც მღერიან,
შხამით სავსეა თასი სიცოცხლის დასცლი ამ თასს და ... არაფერია...
რას ვინატრებდი ყველაზე მეტად?–მკითხავდნენ ნეტავ,
დაუფიქრებლად ვუპასუხებდი:–შეხვედრას ღმერთთან;
სიკვდილს ვინატრებ,ღმერთო შემინდე,ამას რომ ვბედავ,
სიკვდილს უფლისთვის,სულის დადებას იესოს ფერხთან.
"ეძიებდეთო ქრისტესთვის სიკვდილს"–დიდ მეფეს უთქვამს.
ნეტავ ასეთი,შემიჩერებდეს,სიკვდილი სუნთქვას ;
სხვა ნატვრა არ მაქვს ამაზე მეტი,სხვა არა მინდა,
უფალო მამავ,ძეო ღვთისაო და სულო წმიდავ !!!
რას ვინატრებდი ყველაზე მეტად?იცოდეთ ნეტავ–
ჩემი უღირსი,ცოდვილი სულის მიტანას ღმერთთან !!!
http://sarcmunoeba.com/sagaloblebi/sarcmunoeba.com-sagaloblebi.swf
მერე რა, რომ წაიქცევი ქუჩაში?მერე რა, რომ დაეცემი უბანში?მერე რა, რომ თავს შეახებ მიწას?მერე რა, რომ დაგიტირებს მშობელი?მერე რა, რომ შეგჭედავენ ფიცარში?და თან კიდევ ჩაგაგდებენ მიწაში!
ადამიანი ვარ...რთული და მარტივი... სულ ცოტა მტკივა და სულ ცოტა მახარებს, ზოგჯერ ბედისწერა იჭრება კარტივით, ეკლიან ბილიკზე ფეხშიშველს მატარებს. ადამიანი ვარ...სუსტი და ძლიერი, ცხოვრებამ მასწავლა ყველაფრის ატანა, ჩემს სულში ხანდახან კეთილი იმარჯვებს ხანდახან ბოროტს სურს თავისის გატანა. ადამიანი ვარ...მე არც ერთს არ ვგავარ ვერც ანგელოზს ვთმობ და ვერც ეშმაკს ვერევი, ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა, ხანდახან ანგელოზს ჩამოსდის ცრემლები. ზოგჯერ არაფერი მაღელვებს ამ ქვეყნად, ზოგჯერ სხვისი დარდით ვარ ცრემლიანი ეშმაკს და ანგელოზს აქვს თავისი ადგილი... ჩემს სულში რადგანაც ვარ ადამიანი ... http://www.youtube.com/watch?v=LyIwbXtsVxg
ფეხებზე მკიდია მე თქვენი აზრი, საქციელს თქვენ მე რა ენითმიგმობთ. მე თქვენ იცოდეთ,არაფრად გაგდებთ არცმე მჭირდებით განა მე გიხმობთ.გულიმერევა მე თქვენზე ხალხო ფარისევლობის ნიღბებს,რომ ითხოვთ სახეზე იკრავთ მეორე სახეს, მაგ შიშით მოსილ თვალებს,რომ ითბობთ.თქვენ იცითვინ ხართ ? თქვენ იცით რად ხართ? ისევ იქ დგეხართ დაისევ იქ გნახავთ, ჩემს ირგვლივ ისევ უძრავი სცენა, ჩემს ირგვლივ ისევ უაზრო ტაში, ვიღაცა გისმენთ და გაიძახის: აპლოდისმენტები ამდიდ დარბაზში. სიცოცხლე ჩემთვის არს უფლის მადლი, თქვენთვის სპექტაკლი არაფრად მარგი, მე გვერდზე მდგომი,შეგყურებთ სახტად დასკვნა: არგგევართ , მე სხვა ვარნაღდად!...... http://www.youtube.com/watch?v=uTykaFZ3Ebo