Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში, ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს… მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს. ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!.. უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც, მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.