თუ თქვენ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია!? ცოდვილნიც ასევე იქცევიან! სიკეთე იმათაც გაუკეთეთ, ვისაც თქვენთვის კეთილი არ სურს! თუ თქვენ ასესხებთ იმას, ვისი დაბრუნების იმედიც გაქვთ, თქვენთვის რა მადლია!? ცოდვილნიც ასესხებენ, თუ იციან რომ ზუსტად იმდენივეს მიიღებენ! იმათაც ასესხეთ, ვისი დაბრუნების იმედიც არ გაქვთ! თუ თქვენ გეყვარებათ მოყვარულნი, თქვენთვის რა მადლია!? ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი! ისინიც შეიყვარეთ, ვისაც თქვენ არ უყვარხართ! თუ თქვენ ამას შეძლებთ, გარწმუნებთ, რომ თქვენზე დიადი ადამიანი არ იარსებებს! უფლის წყალობას და სიყვარულს დაიმსახურებთ! ეცადეთ, რომ ასე იცხოვროთ! თუ გულით ეცდებით, აუცილებლად შეძლებთ! გულიდან ამოიგდეთ ბოღმა და დატკბით ცხოვრებით!