ოპერაციიდან 20 დღის შემდეგ ჩემი უმცროსი შვილი მოვიდა სანახავად. წამლები რომ დაინახა, მითხრა, - რაღა დროს შენი წამლებია, ნეტა, შენს ასაკამდე მიმაღწევინაო..."
ალბათ მაინც შვილებისთვის უცხოეთში გადახვეწილ ქალთა სიმბოლოა, შვილებს კი უკვე აღარ სჭირდებათ... რედაქციაში ქალბატონი გვეწვია... 15 წელიწადი ვემსახურე შვილებს უცხოეთიდან, სახლები ავუშენე, მოვუწყვე, შვილები დავაზრდევინე, მათ კი ისე მომიქციეს საქმე, რატომ მეც იმ მოხუცებთან ერთად არ მოვკვდი, ვისაც უცხოეთში ვუვლიდიო, მათქმევინეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აღსარება საქმეს ვერ უშველის, ეგებ იმ დედებმა გაითვალისწინონ, რომლებიც ახლა აპირებენ შვილების ფეხზე დასაყენებლად საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლასო. ქალმა მხოლოდ ის მთხოვა, - ჩემს ვინაობას ნ