მოვემზადოთ დიდი მარხვისათვის...
დიდი მარხვისა და მისი მოსამზადებელი პერიოდის საეკლესიო ღვთისმსახურება რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა. ეს თავისებურებანი მართლმადიდებელმა ეკლესიამ ადრექრისტიანული ეპოქიდან დღემდე თითქმის უცვლელად შემოინახა.
დიდ მარხვას, როგორც ვთქვით, წინ უძღვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც მეზვერისა და ფარისევლის კვირით იწყება. ეს შვიდეული მსგეფსი გახლავთ - ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია. ამ კვირის ღვთისმსახურების დედააზრი საღვთო წერილში მეზვერისა და ფარისევლის იგავითაა გადმოცემული. გავიხსენოთ, რას მოგვითხრობს სახარება: ტაძარში ორი კაცი შევიდა სალოცავად, ერთი - ფარისეველი, მეორე - მეზვერე. ფარისეველი ასე ლოცულობდა გულში: "გმადლობ, ღმერთო, რადგან არა ვარ სხვებივით მტაცე