18 წლის კენდალმა და 16 წლის კაილმ ამის შესახებ მეგობრებთან ისაუბრეს.
„როგორც თავად ამბობენ, მათი ბოიფრენდი აუცილებლად ცნობილი უნდა იყოს“ – განაცხადა წყარომ გამოცემა Hollywood Life-თან საუბრისას.
„ბიჭები, რომლებსაც კენდალი და კაილი შეხვდებიან, გრანდიოზულები უნდა იყვნენ, რათა დებმა თავის მხრივ მასმედიის ყურადღება მიიპყრონ. ჯენერები ცნობილ მოზარდებთან ურთიერთობას, კარიერის ფორმირებისთვის იყენებენ. სწორედ ამიტომ ცდილობს კარდაშიანების ოჯახი ჰარი სთაილზის (ჯგუფ One Direction-ის წევრი) დამეგობრებას“ – აცხადებს წყარო.ცნობილია, რომ კარდაშიანების ოჯახში სრული მატრიარქატია. კაილის და კენდალის მამას, ბრუს ჯენერს სურს, რომ გოგონებს უფრო ნორმალური ცხოვრება ჰქონდეთ, მაგრამ მისი ხმა უმცირესობაშია. ინფორმატორი იუწყება, რომ მოზარდებს მათი უფროსი დის, კიმ კარდაშანის მსგავსი აბსოლუტური პოპულარობა სურთ. ცნობილია ისიც, რომ კიმ კარდაშიანს ასეთი წარმატების მიღწევაში დედა, კრის ჯენერეი დაეხმარა.
სწორედ ამიტომ 18 წლის კენდალი და 16 წლის კაილი აკეთებენ ყველაფერს, რასაც მათ კრისი ეუბნება. კრისს გოგონების პირად ცხოვრებაზე „მონოპოლია“ აქვს დამყარებული, ვინაიდან სულ მალე სწორედ ეს ორი ახალგაზრდა გოგონა იქნება ოჯახის შემოსავლის მთავარი წყარო.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1