გთავაზობთ უგემრიელეს ტკბილი ბულკების რეცეპტს...
მასალა:
60მლ. რძე (თბილი),
14გ. საფუარი (დროჟი),
55გ. შაქრის პუდრა,
300გ. ფქვილი,
2ჩ/კ დარიჩინი,
ჩ/კ-ის მეოთხედი მარილი,
3ც. კვერცხი,
125გ. ნაღების კარაქი,
2ს/კ შაქარი.
მომზადება:
რძე, საფუარი(დროჟი) და შაქრის პუდრა აურიეთ ერთმანეთში მიქსერით და გააჩერეთ 5 წუთი, შემდეგ შეურიეთ დარიჩინი, მარილი, ფქვილი და 3 კვერცხი და ყველაფერი კარგად აურიეთ. დაამატეთ ნაღების კარაქი (დამდნარი). ცომი შეახვიეთ თბილად და დადგით თბილ ადგილას (ცომის) ამოსასვლელად დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში ცომის მოცულება ორჯერ მაინც უნდა გაიზარდოს. გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. გამოსაცხობ ფორმებს წაუსვით კარაქი ჩაასხით ცომი და დადგით ნა