წერა არასოდეს მეხერხებოდა ყოველთვის მერჩივნა ჩემი გრძნობები სიტყვით გამომეხატა . არც ეხლა ვიცი იმის დაწერას თუ შევძლებ რაც ჩემში დაგროვდა ამ რამდენიმე დღეში ...
ორი საათის წინ ბებია დავასაფლავე რომელიც ჩემთვის იმაზე მეტი იყო ვიდრე ძალიან ბევრი ჩემიანი ერთად აღებული ... ბოლო ბებია რომელიც სახეზე მყავდა და ბოლო 80 წლის ჩემი ჭკუის მეგობარი ამ ქვეყანაზე ... არ დავიწყებ იმის მოყოლას რამხელა ამაგი და სიყვარული ქონდა ჩემს მიმართ ეს ზედმეტად პირადულია და ამით სპეკულირებას ვერ დავიწყებ . სულ სხვა რამ მინდა ვთქვა თორემ ის რომ ოჯახის წევრის დაკარგვა მტკივნეული პროცესია ეს ყველამ კარგად ვიცით .
მარიამობა დღემ გათენება დაიწყო და ჩემს ტელეფონზე სიტყვა " მამა " დაიწერა . მივხვდი ამ ზარს რა ინფორმაციაც მოჰყ
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე ... მე ყველაფერი გადავიფქრე ...
ბევრი გავეცი ცოტა მივიღე
დაკარგულ სახლში მინდა მივიდე ...
ზემოთ ვეძიე ქვემოთ ვიხილე
თვითონ ვტოვებდი თუმცა მივლიდნენ
ცაზე ნაბიჯებს სხვები მითვლიდნენ
მე ჭირისუფალს სიცილს მიშლიდნენ
თეთრში სიშავით გამოვირჩევი
მეტთან ნაკლებით ამოვირჩევი
დაბადებიდნ ვარჩევ ნიშებით
სიმშვიდეს ვბაძავ ვცხოვრობ შიშებით.
ბევრიც ვიფიქრე . ცოტაც ვიფიქრე
დასაწყისშივე გადავიფიქრე
ბევრი გავეცი მეტი მივიღე
დაკარგულ სახში ბილიკს მივიკვლევ.