nu moklet yvelas did madlobas mogixdit chemo kargo adamianebo molocvistvis ugrmesi madloba , ufali gfaravdet. (xo kidev erts davamateb mosawvevi aravistvis ar gamigzavnia da nu gamiwyrebit rato ar mimipatijeo
დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე. შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი - თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და მეუბნებოდა: - ხან ვწევარ, შვილო, ხან, აი, ასე დავრაცრაცებო. ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს, თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე წამოვედი. ჩვენიდან რკინიგზის სადგურამდე 4 კილომეტრამდე გზაა, სულ თავქვე, თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო, -სადგურში რომ ჩახვალ მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი, - რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია ამ გზაზე დ