მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება, მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება, ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მითქვამდა. არ მემეტები, მაგრამ რა ვქნა არც შენ დამინდე, არცერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე, მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი, შენ კი შავთეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი. მე ვოცნებობდი დაეხატე უფუნჯოთ მხატვარს, რომელიც ჩემში იმალება და სულ შენ გხატავს, სულ ის მინდოდა რომ მოსულიყო შენთვის ზამთარი რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი. სულ ის მინდოდა მიყვარხარო ჩემთვის რომ გეთქვა, და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა სულ დაგესეტყვა, ბევრი მინდოდა ალბათ, ბევრი რაც არ მერგება, რაც არ მეკუთვნის ის ხომ მაინც არ შემერგება, შენ არ გამტყუვნებ ყველაფე