ცოტას გაგამხიარულებთ, ბატონი ლადო თევდორაძის ნახატებს ვათვალიერებდი და ამ ნახატს, რომ დავხედე, სპონტანურად დამეწერა
* * *
"სუპრიზი"
- მარინე, ვიცი არ გძინავს, გადმობრუნდი ჩემსკენ შე ქალო! - მოუთათუნა გაფითქინებულ შიშველ მკლავზე ხელი ზურიამ ცოლს და თვალწარბი მადიანად აათამაშა.
- რა სიყვარულობანა აგიტყდა ამ შუაღამეს ადამიანო! - ისე შეიშმუშნა მარინემ, ვითომ არ ესიამოვნა ქმრის მოფერება, თვალები დაპრაწა და ეშმაკურად გაიღიმა.
- სიყვარულობანა და მოფერება შუაღემასაა კაი და ტკბილი, როცა არევინ გხედავს, გენაცვალოს შენი ზურია, თვარა დღე ასე კი ვერ მოგეფერები. ახლა მარტო მთვარე და ვარსკვლავები გვიჭვრიტინებენ ზეციდან.
- ა, უყურე ახლა ამას, რომანტიკოსობაც დეიწყე ხო?!
- რავა, ადრე არ ვიყ