ზოგჯერ უტაქტოდ ნათქვამი სიტყვა,სიბოროტეზე უფრო მეტია.
ის სასმელია, მოყვასის ხელით,საწამლავი რომ გამოერია.
თუ მართლა გიყვარს, ჩუმად უთხარი,ფრთხილად უთხარი, რაც სათქმელია.
დაფარულია ღვთივმადლმოსილი,ნუთუ ეს რთული გასაგებია?
სიმართლეს ფასი მაშინ ექნება,თუ ისე იტყვი ბრძენს, რომ სჩვევია.
ხმამაღლა ნათქვამ შენიშვნას ფასი,არასდროს, არსად არ დასდებია.
მოყვარულ გულში ღვარძლი არ ყვავის,იქ სიყვარულის თბილი ცრემლია.
მხოლოდ ამ ცრემლით შეიგრძნობ იმას, რომ სიყვარული გადამდებია.
ნურავინ მკითხავთ, ვინ მაწყენინა.ამ სტრიქონებში სხვისი ცრემლია.
მე უტაქტობა ყოველთვის მტკივა,რადგან ღალატზე უფრო მეტია.
/26.06.16. ქეთი ალასანია./
დედაო ღვთისავ! შენ დალოცე ყველა შვილები♡შენი წყალობით საქართველო ისევ ფეხზე დგას,,ქართველი ხალხი" მორალურად დაცემულები, გაგვაძლიერე და გავხდე წყალობის ღირსად,,სულს რომ წყურია იმ წყალობით ჩვენ ცოდვილთ გვშველი.გმადლობ დედაო♡ რომ გვაფარებ შენს წმინდა კალთას♡ სულ მუდამ გვიცავ! როგორც დედა, ღვთისა მშობელი,, ჩვენს რთულ ცხოვრებას იმედების ფერებით ქარგავ!
სითბოს,,სიყვარულს,,გვინაწილებ ყველას უკლებლად..♡
ავტ/მარიამი