ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ არვიცი შური...
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ არავინ არ მძულს...
ყოველი დილა სიხარულს და სიცოცხლეს მჩუქნის,
სხვა არაფერი ქვეყანაზე ნამდვილად არ მსურს.
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვაჯობე ტკივილს...
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ იღბალი მერგო.
ყველა მოძულის, მოღალატის პასუხად მიკვირს
და მზად ვარ ჩემი ერთგულება გადავუნერგო...
ბედნიერებას არ სჭირდება საფრენად ფრთები,
საკმარისია, კეთილ გულში შემოიხედო.
და ახლა როცა, ყველა წამის სინაზით ვტკბები
არ შემიძლია მოეწყენილად გამოვიხედო...
ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ სიცოცხლე მიყვარს,
ჩემი შვილების თვალებიდან მზე დნება ოქროდ.
იმდენი მზეა,გულიანი სიცილი მინდა,
სიცილი მინდა, ბედნიერის სტატუსით მხოლოდ!
/ ია ნანეიშვილი /
ბედნიერი ვარ, რომ გიპოვე ამ უკიდეგანო ქვეყანაზე... მადლობა უფალს რომ შენი თავი გამომიგზავნა ანგელოზის სახით... მადლობა შენ, რომ არსებობ და მე გიყვარვარ... სწორედ შენი სიყვარულის წყალობით ვარ სხვებზე მდიდარი... მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად...!! 2.მე ბედნიერი ვარ იცით რატომიიმიტომ რომ გვერდით მყავს ადამიანი რომელიც მიფრთხილდება,სითბოს,სიყვარულს და სიხარულს მჩუქნის,რომლის იმედიც შემიძლია მქონდეს მუდამ და რომელიც არასოდეს მიღალატებს... 3.მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი... :) 4.მიყვარხარ ცხოვრება ბოლო ამოსუნთქვამდე, მიწაში ჩასვლამდე, გულის გასკდომამდე... შენ ჩემი გული და სული ხარ... შენ გეკუთვნის ჩემი ცხოვრება, ფიქრები, ოცნებები, გული ,სული... მხოლოდ ჩემი ხარ