დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,ეს გული შენი გულით ხალისობს,შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანსშენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,რამდენი ღამე არ გძინებია,რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,არ მშორდებოდი წუთით, საათით,რომ სიარული გესწავლებინაშენც დადიოდი ჩემთან ტაატით.მე შენი წმინდა შუქი მეფინა,შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,რომ ლაპარაკი გესწავლებინა,შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,თმებში ჭაღარა შემოგპარვია.როცა მ