Предыдущая публикация
შენმა გაჩენამ აზრი მისცა ჩემს არსებობას,
ამიტომ ეს დღე ჩემიც არის, მეც დავიბადე,
უშენოდ წამით არ დავეძებ ამ ქვეყნად ყოფნას.
მე შენით ვცოცხლობ, შენით ვხარობ, შენთვის ვილოცებ,
არ დავიშურებ თვით სიცოცხლეს, შენთვის გავწირავ,
შენი ღიმილი მირჩევნია ქვეყნად ყველაფერს,
შენ თუ კარგად ხარ მე ამითაც ბედნიერი ვარ.
მსურს დღეს დაგლოცო, როგორც ბევრჯერ დამილოცნიხარ,
თუმცა არ ვიცი რა გისურვო ამაზე მეტი,
ამიტომ მოვალ, ჩაგიხუტებ, მოგეფერები
და ამ ლამაზი ცხოვრებისთვის მადლობას გეტყვი


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 60