რატომ მიყვარხარ ასე საოცრად,
რა დავინახე შენში ასეთი.
გხედავ და თავად ვერ გამიგია,
რად ვიკარგები მაგ შენს თვალებში.
როგორც ზღვა ჩემში ისე ღელავ და, მე კი წვეთივით ვქრები წამებში.
რატომ ვერ ვსუნთქავ შენ რომ არა ხარ, რატომ არ ჰყოფნის ფილტვებს ჰაერი.
ვეძებ მიზეზებს რომ გადავლახო,
ეს მოწოლილი სევდა კაეშნის.