ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! _
იმ ერთის პოვნის
თუ გახდი ღირსი!
არაერთს ისე მოეღო ბოლო, _
თვალიც ვერ მოჰკრა
გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! _
სად არის იგი! _
ეს ღმერთმა იცის! _
იმ ერთის ხილვის, _
იმ ერთის პოვნის, _
ათასში ერთი გამხდარა ღირსი...
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, არამეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, კეთილისმსურველნო და სიკეთისმკეთებელო ადამიანებო!! გილოცავთ ახალ წელს, ყოველივე საუკეთესო გქონოდეთ , უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობას გისურვებთ და დიდ ბედნიერებას რომელიც დიდ დადებით კვალს დატოვებს თქვენს ლამაზ ცხოვრებაში... ღვთის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს... იხარეთ და იბედნიერეთ, თვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად! 2020 წელი ყოფილიყოს სიკეთის, წარმატების და სიხარულის მომტანი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. მრავალს დაესწარით. მიყვარხართ ძალიან!!!