დედა ვარ, ქვაზე და რკინაზე ძლიერი,
შვილების გულისთვის კლდეს შევეჭიდები,
ავიტან, მოვითმენ, ვიქნები მშიერი,
სანამ სული მიდგას, ჩემ შვილებს ვჭირდები.
დედა ვარ, ლომივით ვისწავლე "ღრიალი,"
ჩემ ჯიშს და მონაგარს კბილებით დავიცავ,
ვიბრძოლებ, სანამდის ჯანი მაქვს მთლიანი,
მიწაზე დაცემას ვერასდროს ავიტან.
ყოველი ცრემლი და უძილო ღამენი,
ბალიშზე ნაგროვებ სევდად რომ აწვეთავს,
ეს დედის ცრემლია, თვალებზე ნადენი,
გულში რომ იდუღებს ცხელ სისხლად ნაწვეთარს.
დედა ვარ, არწივის ძლიერი ფრთებით და
შვილების დასაყრდენ ძალად და იმედად,
ტაატით გატარებთ დაღლილი მხრებით და
გავუძლებ, თუ ჩემი სიცოცხლე გჭირდებათ.
გახსოვდეთ! წყალში ნუ ჩამიყრით წვალებას,
დედაა, ვინც შვილებს სიცოცხლეს დაუთმობს,
უძლური თუ მნახოთ, ნუ დაგეზარებათ,
პატარა ბარბარეს წლის და ერთი თვის ესაჭიროვება ღვიძლის გადანერგვა, არის სასწრაფოთ თურქეთში გადასაყვანი, ვისაც რისი საშუალება გაქვთ გთხოვთ დაგვეხამროთ! გახსნილია საბანკო ანგრაიში ლიბერთი ბანკში GE39LB0711172729370000 მიმღები Teona xucurauli. Barbare molashvili (xucurauli) <3