ეჰ,გვიანია სიტყვები ნაზი, ის დამრჩენია,ვეფერო საფლავს. სინანულს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, თუ მას გულწრფელი ცრემლებიც ახლავს; მამა,მზადა ვარ სინანულისთვის, შენი უძღები შვილი გპირდები: აწ მე ვიზრუნებ შენი სულისთვის, სანამ სიკვდილში გაგიფრინდები; თუ დამიჯერებს უფალი ცრემლებს და თუ ინებებს ოდესმე ამას, ვით ბავშვობაში,შემოგხვევ ხელებს და გეტყვი ისევ: მიყვარხარ მამა