ბათუმელებთან ერთად საქართველოს აღმშენებლობისათვის!
შემოგვიერთდით! შემოხაზეთ:
# 42 - ზაურ გოგიტიძე - დამოუკიდებელი კანდიდატი საქართველოს პარლამენტის წევრად.
70-ე ბათუმის მაჟორიტარული ოლქი.https://www.facebook.com/zaurgogitidze1974/
ძვირფასო ბათუმელებო,
მოგმართავთ რიგითი ბათუმელი, როგორც თქვენი უბნელი, მეზობელი, მეგობარი, თქვენი ოჯახის წევრი. იგივე ყოფითი პრობლემებით ვცხოვრობ, როგორც თითოეული თქვენგანი.
ჩემი გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენა სწორედ ამან განსაზღვრა - ჩემი სათქმელი პირდაპირ ღიად, გულწრფელად მეთქვა და მომეტანა, ვყოფილვიყავი თქვენი ყოველდღიური მსახური.
ჩემი ცხოვრება და საქმიანობა ყოველთვის იყო საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ვიცი თითოეული პრობლემა რომელიც არსებობს და ის სატკივარი რო-მელიც ჩვენ გვაწუხებს.
ბათუმელებთან ერთად საქართველოს აღმშენებლობისათვის! - ეს არის ჩემი სამოქმედო ხაზი, ჩემი სამოქმედო დევიზი.
სპეციალისტებისა და თქვენი ჩართულობით, თქვენი