საით დედაო, მიგვანიშნე წავიდეთ საით,
ცოდვის სიმძიმემ აგვირია გზები ხომ ხედავ,
რა გავაკეთოთ, შენს წინაშე მოვიდეთ რაით,
ისევ შენ დედავ უფლისაო, შენ თუ მოგვხედავ.
სინათლის მძებნელთ თვალი სადმე რომ არ გაგვექცეს,
განრისხებული ბოროტება ნამუსებს ყიდის,
შემოგვეშველე, საქართველო რომ არ წაგვექცეს,
ის გზა გვიჩვენე, გზა, რომელიც ტაძართან მიდის.
/ნანა მეფარიშვილი/