,,იცით რას ნიშნავს როცა 5 წლის შვილს მძინარეს ემშვიდობები?''
რეჟისორ ქეთი დოლიძის ,,ფეისბუქის'' კეელზე, ემიგრანტების მისამართით, გამოქვეყნებულ პოსტს ერთ-ერთი მოქალაქე, დარო ჯანჯულიას მიმართვას ,,ქუთაისი ნიუსი'' ავრცელებს.
,,ჩვენ ჩვენი ნებით არ წამოვსულვართ, გამოგვაძევეს, სამშობლოს კარი ისე მოგვიჯახუნეს ზურგს უკან, რომ ტკივლისგან ხერხემალი გაგვიმრუდდა...
ჩვენ დახუჭული თვალებით გამოვედით სახლებიდან და წლების მერეც გვეშინია გახელის, გვეშინია იმ სიბნელის დანახვის, რომელშიც გადმოვსახლდით და გვეშინია იმ მანძილის დანახვის რომელიც სამშობლოსთან გვაშორებს...
ჩვენ ვართ უვადო პატიმრები, რომლებიც სასჯელს არჩადენილი დანაშაულისთვის ვიხდით... ჩვენ ვცხოვრობთ საკანში რომელსაც ფანჯარა არ აქვს და ისიც არ ვ