იქნებ სიცოცხლე ხარ.....
**************************
ფიქრში ჩაძირული სიტყვებს გაურბიხარ,
მთვარეს სიჩუმეში რატომ ეჯიბრები,
თქვი და გაამხილე, გულზე მოგეშვება,
იქნებ ვინმეს ტანჯავ, ვინმეს ეფიქრები.
იქნებ შენი ნახვა ვინმეს ენატრება,
შენი თბილი გულის გულში გამეფება,
იქნებ სიყვარულის ალი დაუნთე და
უკვე ძნელი არის ცეცხლის განელება.
იქნებ სიცოცხლე ხარ, იქნებ სიხარული,
იქნებ ვინმეს გულში ჰპოვე სიყვარული,
იქნებ მალამო ხარ, ტკივილს ნუ მოუტან,
თორემ გვიანია მერე სინანული.
სულში ფორიაქობს გრძნობა მიმალული,
ძარღვებს ეხეთქება სისხლი მოწოლილი,
ისე ძლიერია გრძნობა სიყვარულის,
მასთან ყველა გრძნობა არის მოგონილი