იტყვიან მომკვდარაო საწყალი ვაიმეო
ანკარგი რა ნახაო ან ცუდი რაიმეო
მარტოდ დადიოდა ალბათ სიკვდილს გრძნობდა
და რომ მომკვდარიყო ალბათ ასე სჯობდა.
ზამთარს დახეული შარვლით დადიოდა
ფეხზე რაღაც ეცვა ლანდი გასდიოდა
დახეტიალობდა ქუჩას ამძიმებდა
გამვლელ გამოვლელი ყველა აგინებდა.
თვალები ქონდაო გიჟურად არეული
ღამეც დადიოდა თურმე მთვარეული
თურმე სუსტი იყო სუსტი გალეული
ალკოჰოლის სუნად ყარდა დალეული
უი რასამბობო ნუთუ მართლა მოხდა
გუშინ დავინახე და რაგადროს მოკვდაო
სიკვდილი მერჩივნა მაგის დანახვასო
ნეტავ მაგუბედურს ვიღა დამარხავსოი
ბოლოს დავინახე ქუჩის ბოლოს იჯდა
ცხელი ქურქი ეცვა მგონი სულ გაგიჟდა
შუა ზაფხულია ოფლად იღვრებოდა.
თანაც ბუტბუტებდა არც კი იღლებოდა.
თურმე მათხოვრობდა ხელგამოწვდილიო
იმასაც ამბობე