ქალს თუ დაპირდები ბუდე აუშენე,
ბუდე საიმედო გულში.
ქალს თუ დაპირდები არსად მიატოვო,
წამად გაუხადე წუთი!
ქალს თუ დაპირდები, მკერდზე მოითავსე,
სუნთქვა შეიყვარე მისი,
მას თუ დაპირდები ფრთები მოაფარე,
ქალი თავნებაა ურჩი!
ქალს თუ დაპირდები ტყუილს ნუღარ ეტყვი,
ქალი ნაზია და ტკივა.
ქალს თუ დაპირდები თავი მოიკალი,
ოღონდ არ გატეხო სიტყვა!
მზერა დაადევნე მის სევდიან თვალებს,
ცრემლი ამოუშრე კოცნით,
მიწა დააყენე თუნდაც თავდაყირა,
ქალს ხომ სულ პატარა ჰყოფნის!
ქალი სათუთია და ყველაზე სუსტი,
ღამე დაუდექი მთვარედ,
ქალმა თუ წავიდა მართალიც რომ იყო
მაინც უმისობა დაგლევს,
ქალს თუ დაპირდები, მთებიც რომ გადადგა,
მაინც აუსრულე ნატვრა,
ქალს თუ დაპირდები თავიც რომ გაწირო
სიტყვა არ გატეხო არაა!..