არასოდეს გამოიტანო შენი პირადი ტკივილი, შინაგანი თავგადასავალი, გარეთ... სხვების საცქერლად, რათა განუგეშონ...
და რაც უფრო ვერ იგებენ, მით მეტი გამალებით ამტკიცებ და ვერც კი ხვდები, როგორ შიშვლდები...
და რა დაუნდობლად ექცევი შენს გულს, რომელსაც შეუძლიათ ფეხი დააბიჯონ...
ასეთ დროს, საკუთარ თავს ღალატობ... შენივე "მე" გყავს მსხვერპლად და ჯალათად გადაქცეული...
სადაც რაღაცის ახსნაა საჭირო, იქ ახსნასაც აღარ აქვს აზრი...
მხოლოდ უფლის წინაშე უნდა გაშიშვლდეს კაცი, თავისი შინაგანი თავგადასავალით... ან, იმ ადამიანის წინაშე, რომელიც ღვთისაკენ სავალ გზაზე მიგიძღვის...
ნამდვილი მეგობრები (რაც იშვიათობაა), ამ ყველაფერს უთქმელად კითხულობენ ერთმანეთში...
ის რაც სიტყვით ითქვა, ეშმაკმაც გაიგო და სიმშვიდეს