“მესი ყველა რეკორდს მოხსნის” “მილანის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პაოლო მალდინიმ თანამედროვეობის საუკეთესო მოთამაშეზე, ლეო მესიზე გააკეთა კომენტარი. “ბარსელონას ნეიმარის, სუარესისა და მესის სახით საოცარი ტრიო ჰყავს. ამ გუნდმა უკვე დაწერა ისტორია და მომავალშიც უამრავ წარმატებას მიაღწევს.” “მესი კი ფენომენალური მოთამაშეა. დარწმუნებული ვარ, ის ყველა რეკორდის დამხობას შეძლებს.” – განაცხადა მალდინიმ. შეგახსენებთ, რომ მესი თავისი კარიერის მანძილზე ოთხჯერ გახდა წლის საუკეთესო მოთამაშე.