გია ფერაძე ეთხელ ერთ ბომონდურ სუფრაზე მოხვედრილა მოსკოვში. იქ ყველა ყველას იცნობდა, ერთმანეთს ნაძალადევი არისტოკრატიული მანერებით მიმართავდნენ, სტუმარს კი ყურადღებას არ აქცევდნენ - გიას თავს აჩვენებდნენ, რომ თითქოსდა, ძალიან განათლებულები იყვნენ და საუბარში მედიდურ ფრაზებსაც გამოურევდნენ ხოლმე...გიამ შამპანიური დაისხა, ფეხზე წამოდგა და აყაყანებულ ბომონდს მიმართა:
- ვხედავ, რომ ძალიან ღირსეული, განათლებული ხალხი ხართ აქ შეკრებილი და შეიძლება, სამიოდე შეკითხვა დაგისვათ?
- გვკითხე, - ერთხმად, ფამილარულად მიუგო "ბომონდმა" "პროვინციელს".
- რა ერქვა კარლ მარქსის მამას? - იკითხა გიამ და ორ დუჟინ "განათლებულებში" ერთმაც არ იცოდა პასუხი...
- ჰაინრიხი! - თქვა ფერაძემ და იქვე დაამატა:
- ვინ დაწერა სიმღ