
ყველასათვის უგემრიელესი სნიკერსის რეცეპტს♡
სნიკერსი - რეცეპტი და მომზადების წესი
მომზადების წესი:
ავიღოთ 8 კვერცხი და განვაცალკეოთ გულები და ცილები, გულებს დავამატოთ 1,5 ჭიქა შაქარი და გავთქვიფოთ, დავამატოთ ცალკე ამოყვანილი 250 გრ. კარაქი+1 ჩ/კ სოდა-ძმრით+2 ს/კ თაფლი+ვანილი+1,5 ჭიქა დაფქვილი თხილი (მოხალული)+დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი (ან ცოტა მეტი).
თუ დიდ საცხობ ფირფიტაზე გამოცხობა გვინდა, მაშინ ცომს გავყოფთ 3 ნაწილად. (მე საშუალო ზომის მრგვალ ფორმაზე გამოვაცხვე და 5 ფენა გავაკეთე).
მოვამზადოთ ბეზე:
კვერცხის ცილები კარგად გავთქვიფოთ და ნელ-ნელა დავამატოთ 2 ჭიქა შაქარი.
ფორმაზე წავუსვათ ცხიმი, ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, მოვათავსოთ ცომის ერთი ნაწილი (ხელით თანაბრად გავანაწილოთ), გადავუსვათ ბეზე და გამოვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე.
ასევე ვაცხობთ დანარჩენ ფირფიტებსაც.
კრემი:
350-400 გრ კარაქი, 2 მოხარშული სგუშონი, 2 შეკვრა ვანილი და ყავა გემოვნებით. (ფენებს შორის წავუსვი კრემი, ხოლო ზედა ფენას მოვასხი გამდნარი შოკოლადი.გარედან დავფარე თხლად დაჭრილი მოხალული ნუშით ან თხილით..
მოვასხათგაციებული გლაზური.
გემრიელად მიირთვით!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев