ნუ დამიმატებ ტკივილზე ტკივილს,
სადარდებელი ჩემიც მეყოფა,
მე თვითონ შევცვლი ჩემ სავალ ბილიკს,
ეშმაკი გზად თუ გადამეღობა.
ვერ შემაშინებს სახე ცბიერი,
ყალბი ღიმილი გულს ვერ მიქონავს,
იმაზე უფრო მე ვარ ძლიერი,
შენ რომ ფიქრობდი, შენ რომ გეგონა.
ჩამოვუქროლებ ყველას კარდაკარ
და სიყვარულით ჩემ გულს დავტოვებ,
მერე რა მოხდა, მტკივა ხან და ხან,
ვიცი, უფალი არ მიმატოვებს