სიზმრად ვნახე ღვთისმშობელი
თვალზედ ცრემლი მდიოდა,
ის კი ჩვენი სულებისთვის
ლოცვით, აქ მოდიოდა.
ნუ სტირიო, მანუგეშა,
მხარზე ხელი დამადო,
მე შენთან ვარ, ნუ გეშინის,
ოღონდ არ მიღალატო.
საქართველოს მე ვმფარველობ,
თქვენზედა მაქვს ამაგი,
თქვენ კი, უცებ გაგიზრახავთ,
იესოსთვის ღალატი.
ღმერთს უყვარხართ, თქვენ კი "ჩუმად",
უღირს ცოდვებს ჩადიხართ,
მის სახელსაც რომ უარჰყოფთ,
მერე წყნარად დადიხართ.
გაურიგდით სატანას და
არად აგდებთ ადათებს,
საიქიოს, რომ მიდიხართ
"იცვამთ წმიდა ხალათებს",
იქ მისული, ცრემლით, ხოხვით,
პატიებას მოითხოვთ,
ფარისევლურ სისპეტაკით,
არ გსურთ თქვენი მოგკითხოთ.
გამოფხიზლდით, სანამ დროა,
მიაკითხეთ სალოცავს,
თქვენს მომავალს და სამშობლოს,
გწამდეთ, ღმერთი დალოცავს.
ის , ვინც გონს არ მოეგება